მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის გაყალბების შესაძლო მომზადებასთან დაკავშირებით მოლდოვის პროკურატურისა და ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის გამოძიების ფარგლებში „გამარჯვების“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბელციში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისთან, რომელშიც მთავარ როლს ოლიგარქ ილან შორის პარტია ასრულებს, სპეცდანიშნულების რაზმის ხუთი ავტობუსი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს