გიორგი ვაშაძე - ყველგან რომ მონოპოლიაა და ფასების კარტელი აქვთ ჩამოყალიბებული, ამის მაგალითია გურიაც - 26 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი და მარცხდება ის უბედურება, რაც ქვეყანაშია

მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს „ქართულ ოცნებას“, იშორებს ივანიშვილს და მივდივართ სწრაფად ევროპისკენ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლანჩხუთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს „ოცნების” მავნებლურ დაჯგუფებასთან ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტს.

„კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო, მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს „ქართულ ოცნებას“, იშორებს ივანიშვილს და მივდივართ სწრაფად ევროპისკენ და ევროკავშირისკენ. დიახ, ჩვენ გვაქვს მართლაც რეფერენდუმი, თუ რა გზას აირჩევს საქართველო - კეთილდღეობა ევროპაში, თუ იზოლაციაში სიღატაკე, რომელიც მოაქვს „ოცნებას“. ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი, კეთილდღეობა, განვითარება, წინსვლა, 14 მილიარდი, პენსიების ზრდა, ჩვენ მოგვაქვს სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარებული სოფელი, სოფლის განსაკუთრებული მხარდაჭერა, ჩვენ მოგვაქვს ახალგაზრდებისთვის სრულიად ახალი პროგრამები, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და აქ მოახდინონ თავიანთი თავების რეალიზება. ჩვენ მოგვაქვს დემოგრაფიული გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომ მეტი ბავშვი იბადებოდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ მოგვაქვს დემოკრატია, ევროპა, განვითარება, ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ თქვენთან ერთად ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მარცხდებიან და ერთადერთი რაც შერჩენიათ, პირადობის მოწმობების ყიდვა და წართმევა უნდათ ხალხისთვის.

„ნახეთ, რას აკეთებენ, ხმას აღარავინ აძლევთ, დადიან მთელ საქართველოში და საჯარო მოხელესაც კი არ ენდობიან, მათაც ართმევენ პირადობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენ აქედანვე უნდა ვუთხრათ, რომ არ გვეშინია, ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამ გამარჯვებას არავითარ შემთხვევაში, არ გავატანთ ივანიშვილს. რეალობა ასეთია, საფრანგეთმა შეწყვიტა „ოცნებასთან“ ურთიერთობა. გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეწყვიტა „ოცნებასთან“ ურთიერთობა. ბრიტანეთმაც შეწყვიტა ურთიერთობა, ამერიკამ ნიუ-ორკში ჩასულ პრემიერს უთხრა, რომ წყვეტს ურთიერთობას. ბრიუსელი, მთელი ევროკავშირი იმავეს ამბობს, ჰოდა, დადგა დრო, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ შეწყვიტოს ურთიერთობა ამ მავნებელ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან და ეს მოხდება 26 ოქტომბერს.

26 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი და მარცხდება ეს უბედურება, რაც ამ ქვეყანაშია. მილიონზე მეტი ადამიანი სარჩო-საბადებლისთვის წავიდა ქვეყნიდან, დემოგრაფიული კატასტროფაა ქვეყანაში, ახალგაზრდა თაობა მიდის უცხოეთში, უცხოეთში გასულ წელს წასული ადამიანების 45% არის ახალგაზრდა, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ სკოლის მოწაფეები მიჰყავთ უცხოეთში. ოჯახები გაყოფილია, დედა ერთ ქვეყანაში, მამა მეორეში, ბავშვები კი უმძიმეს ვითარებაში იზრდებიან ბებიასთან და ბაბუასთან, ეს ხომ ნორმალური არ არის? ჩვენ მოგვაქვს ოჯახების გაერთიანება, ემიგრანტების დაბრუნება, სამუშაო ადგილები მოგვაქვს. ყველგან რომ მონოპოლიაა და ფასების კარტელი აქვთ ჩამოყალიბებული, ამის მაგალითია გურიაც. თხილის ბიზნესზე ერთი კლანია მომჯდარი, თურქეთში კი 3-4 ჯერ ძვირი ღირს თხილი, ვიდრე გურიაში, რატომ? - იქ უკეთესი თხილია? - ეს მონოპოლია სწორედ „ოცნების” მიერაა ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო