რუსთავში „ქართული დღეები” ტარდება

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი”.

,,რუსთავის მთავარ მოედანზე რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს ვეპატიჟებით ,,ქართული დღეების” აღსანიშნავად. ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი”, - განაცხადა რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა.

ამასთან, განმარტავენ, რომ თავისუფლების მოედანზე, 24 ოქტომბრამდე ყოველ საღამოს 7 საათიდან ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სტუდიების, ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები ტარდება. მთავარ მოედანზე მოწყობილია კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ,,ქართულ დღეები” კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ფარგლებში ტარდება, რომელსაც საფუძველი რუსთავის მერიის ინიციატივით, წელს აპრილში ჩაეყარა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება