ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვების ხუთპუნქტიანი გეგმა უკრაინის რადაში წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან თავის პარტნიორებს წარუდგინა და ახლახან უკრაინელ დეპუტატებს გააცნო, ხუთი პუნქტისგან შედგება, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატო-ში, რაც მოითხოვს პარტნიორების მხრიდან მონდომებას.

მეორე პუნქტში საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანაზე რიგითი რუსების განწყობის შესაცვლელად, მოკავშირეების ჩართვას უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას.

მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში „ყოვლისმომცველი არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის“ განლაგებას, რომელიც საკმარისი იქნება მომავალში ქვეყნის დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცა. ამავე პუნქტში საუბარია იარაღის ერთობლივ წარმოებაზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის დასავლური წარმოების დაფინანსებაზე.

მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს შეთანხმებას უკრაინასა და მის მოკავშირეებს - ევროკავშირსა და აშშ-ს შორის - უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ღირებული რესურსების - ურანი, ტიტანი და ლითიუმი - წარმოებაში ინვესტიციების შესახებ.

გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომისშემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების უნიკალური გამოცდილების გამოყენებას მთელი ალიანსის თავდაცვის გასაძლიერებლად და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს და „გამარჯვების გეგმასაც“ წარადგენს. გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა გეგმის დეტალები ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება