მედია - მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, ჭურვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

მოლდოვის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან, ჭურვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლითონის ფრაგმენტები, რომელიც რაკეტის ან ჭურვის ფრაგმენტებს წააგავს, ოკნიცას რაიონის მცხოვრებლებმა დღეს დილით სოფელ ლენკეუცთან - სახელმწიფო საზღვრიდან 4 კილომეტრში, აღმოაჩინეს.

საზღვრის უკრაინის მხარეს უახლოესი ქალაქი მოგილევ-პოდოლსკია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და პროკურატურა მივიდა. ჯერჯერობით, არ დაუდასტურებიათ, რა ტიპის ობიექტის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს