რობერტ ფიცო - უკრაინაში ომის მოკლევადიან პერიოდში დამთავრების ალბათობა მაღალია - ხვალ რაღაც მინიშნებას ველოდები, რადგან უცებ წამოიჭრა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ხვალ გარკვეულ მინიშნებას ელის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინაში ომის მოკლევადიან პერიოდში დამთავრების ალბათობა მაღალია. ხვალ რაღაც მინიშნებას ველოდები, რადგან უცებ წამოიჭრა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა“, - აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ეს მიწვევა „უფასო“ იქნება.

ფიცომ ხაზი გაუსვა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია იმის დავიწყება, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, დონეცკს ან ლუგანსკს. მისი თქმით, რუსები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ და კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება