თსუ სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების დაფინანსებას იწყებს

მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევართა საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების დაფინანსება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ახალი ინიციატივა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოიყოფა და შვიდივე ფაკულტეტის სამეცნიერო აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებისთვის გადანაწილდება.

„ახალი პროექტი, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევების წახალისება, ახალი ცოდნის შექმნა, არსებული პროექტების გაფართოება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ხელს შეუწყობს თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ინოვაციურ პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობის გაძლიერებას.

საგრანტო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის მოტივაციის ამაღლებას, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კვლევითი გარემოს შექმნას.

საგრანტო კონკურსები მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება თსუ-ის სტუდენტებისთვისაც. მომავალ წელს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან ერთად, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს პირველად ექნებათ კონკურსში მონაწილეობისა და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით რესურსებს, რაც მათ დაეხმარებათ განავითარონ საკუთარი კვლევითი უნარები და განახორციელონ ინოვაციური პროექტები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება