„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად სამგორის რაიონის ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად შეხვდა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

დელეგატმა აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურა იმდენად სწრაფად ვითარება, რომ დღეის მდგომარეობით სამგორი ერთ-ერთი პირველია თბილისში სპორტული მოედნებისა და სპორტული კომპლექსების რაოდენობით.

„ამასთან, სამგორის რაიონში სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც გრძელდება რამდენიმე სპორტული მოედნის და სპორტკომპლექსის მშენებლობა. შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დელეგატმა სპორტის ლეგენდებს შეხვედრაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ ეს ერთსულოვნება გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის არჩევნებში და ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და მის შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოჩენილი სპორტსმენები, სპორტული მედიცინის და სამწვრთნელო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება