დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ისრაელმა ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აიცილოს, ღაზაში გაცილებით მეტი დახმარების შესვლა დაუშვას და გაერო-ს ჰუმანიტარულ პარტნიორებს ეფექტიანად მოქმედების საშუალება მისცეს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირისა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომელთა მიხედვითაც, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების შიმშილი შეიძლება გამართლებული იყოს და ახალმოსახლეებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ძალადობას მიმართავენ, გმირები უნდა ეწოდოთ.

„ჩვენ ამას განვიხილავთ, რადგან ისინი ნამდვილად ამაზრზენი კომენტარებია“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება