ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

„შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ხონის მერიას და საკრებულოს მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხონში ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება