ოლაფ შოლცი - უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს

უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) გამოსვლისას განაცხადა.

“უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ასევე ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ეს ომი მუდამ არ გაგრძელდეს”, - განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა რუსულ ბომბებსა და რაკეტებს, რაც არ უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის “იმპერიალისტურ სიგიჟეს” ყოველდღიურად ასევე უთვალავი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლება.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის, მაგრამ ბერლინი ყოველთვის გაყვება ნათელ პრინციპებს: გადაწყვეტილებები არასდროს არ იქნება მიღებული “უკრაინის ზურგს უკან და არასდროს ჩვენს უახლოეს პარტიორებთან კოორდინაციის გარეშე”.

მან აღნიშნა, რომ ბერლინისა და მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, კიევის მოკავშირეებმა უნდა “გაგზავნონ ნათელი სიგნალი, რომლის იმედიც უკრაინას შეუძლია რომ ჰქონდეს - გავაკეთოთ ნათელი სიგნალი, რომლის იგნორირებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება