"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი  ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - კირიხლოს, წითელი სოფლის, მარადისის, დაშტაფასა და ყულარის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლებში ადგილობრივების საჭიროების გათვალისწინებით განხორციელებული პროექტები.

„განსაკუთრებული აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება