ზვიად შალამბერიძე - წარმატების საწინდარი ერთიანობაშია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ რამდენად სწორად აქვთ გააზრებული უმნიშვნელოვანესი პრინციპი - წარმატების საწინდარი ერთიანობაშია. ასევე, მათ კარგად ესმით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. მოქალაქეების შემართება და პოზიტიური განწყობა დამატებით მოტივაციას მაძლევს, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გავხდე მათი ხმა პარლამენტში, რასაც თავდადებით მივუდგები, რომ მათი მოლოდინები გავამართლო“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს