One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ის ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

არგენტინის პოლიციამ დაადასტურა, რომ ლიამ პეინი გარდაცვლილი იპოვეს ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ.

გამოცემის ცნობით, ლიამ პეინის გულშემატკივრები სასტუმროს გარეთ იკრიბებიან და მომღერლის გარდაცვალებას გლოვობენ.

პეინმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს, როდესაც ის იყო The X Factor-ზე ჩამოყალიბებული ბიჭების ბენდის წევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპ ჯგუფი გახდა. ჯგუფმა 2016 წელს გამოაცხადა, რომ დროებით წყვეტდა მოღვაწეობას. 2019 წელს კი პეინმა თავისი ერთადერთი სოლო ალბომი გამოუშვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება