მარია ზახაროვა - ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმით“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტისკენ უბიძგებს - ეს არის არა გამარჯვების, არამედ უკრაინისა და უკრაინელების უბედურების გეგმა

ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი „გამარჯვების გეგმით“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

”ეს, რა თქმა უნდა, არ არის გეგმა, ეს არის არათანმიმდევრული ლოზუნგების ნაკრები, ეს არის სისხლიანი დორბლი ნეონაცისტური მკვლელის ტუჩებზე,” - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით, რაც, ზელენსკის თვალთახედვით, გამბედაობის მტკიცებულება უნდა იყოს და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.

„მე შემიძლია ვუთხრა ზელენსკის, თუ მან არ იცის. კიევის რეჟიმის პარტნიორებმა უკვე აჩვენეს, თუ როგორ ხედავენ უკრაინას უსაფრთხოების არქიტექტურაში: ისინი ხედავენ უკრაინას კუბოში და უკრაინის მოქალაქეებს ასევე საფლავში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, გამარჯვების გეგმის შემდეგ პუნქტში საუბარია წერტილოვან ოპერაციებზე გარკვეულ ადგილებში.

„როგორ სურს მას ამის მიღწევა? ზოგადად, სასაცილოა ამის თქმა: მის პარტნიორებთან ერთად რუსეთის ავიაციისთვის ზიანის მიყენებით. ანუ ის უბიძგებს ნატო-ს ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ კონფლიქტისკენ და კვლავ დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ის, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა არის არა უკრაინის გამარჯვების, არამედ უბედურების გეგმა

"ეს არ არის ზელენსკის "გამარჯვების გეგმა", ეს არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის "უბედურების გეგმა", ვფიქრობ, ზელენსკიმ საბოლოოდ დაუმტკიცა ყველას, რომ სძულს უკრაინელები იმდენად, რომ შესაძლებელია ამას უკრაინოფობია ეწოდოს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გამარჯვების გეგმა წარუდგინა. დღეს კი ის ამ გეგმას ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ლიდერებს გააცნობს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო