გიორგი ვაშაძე - ძვირფასო ვეტერანებო, მადლობას გიხდით ღვაწლისთვის, თავდადებისთვის - 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ პენსია 1000 ლარამდე გაგეზრდებათ, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და მედიკამენტები გექნებათ უფასო

თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის, - ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება:

„ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1000 ლარამდე, თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები, თქვენ მედიკამენტები გექნებათ უფასო, ყველაფერი, რასაც ექიმი გამოგიწერთ, გექნებათ უფასო. თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი. პატრიოტიზმი და ის სულისკვეთება, რომელმაც საქართველო ევროკავშირში უნდა შეიყვანოს, თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით.

რაც მთავარია, თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში. ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის და ვიქნებით ღირსეული ერი, ღირსეულ ერთა შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი თავდადებისთვის, იმ დიდი გმირობისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ. იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბოდიში თქვენ მინდა მოგიხადოთ, რომ ამდენ ხანს საქართველომ, სახელმწიფომ ვერ დააფასა თქვენი მოქმედება.

იცოდეთ, 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ თქვენთან ერთად და განსაკუთრებული პატივისცემა იქნება თქვენთან მიმართებაში. პენსია 1000 ლარი იქნება, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და გექნებათ მედიკამენტებზე წვდომა, ეს მხოლოდ მინიმუმია, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. თქვენთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავნერგავთ სწორედ იმ პროცესს, რომელმაც პატრიოტი ახალგაზრდა თაობა უნდა აღზარდოს ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დიდება გმირებს, დიდება და ნათელი მათ სახელს და თქვენთან ერთად ვისურვებ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ თქვენი დიდი საქმეები იყოს მუდმივად დაფასებული“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება