გორის მერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ

გორის მერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.

გორის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1000 ლარს იღებენ.

გარდა ამისა, მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე. ვეტერანებს შეუძლიათ ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე“ 2014 წელს დაარსდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება