„ნიუ ჰოსპიტალსი“ და „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია“ საერთაშორისო კონგრესს გამართავენ

18-20 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (GBMTA)“, „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (EHA) და „სომხეთის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (AHA) ორგანიზებით ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial გაიმართება. ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ 18 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიხსნება და არაერთ აქტუალურ მოხსენებას უმასპინძლებს.

სამდღიანი საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ჰემატოლოგები და ექსპერტები ჰემატოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ. მომხსენებლები ჰემატოლოგიის ახალი ასპექტების და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრე აუდიტორიას. ღონისძიებას გახსნის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკო-ჰემატოლოგი, თამარ კვაჭაძე.

EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial ჰემატოლოგებს, ბიოსამედიცინო მეცნიერებს, ექთნებსა და ლაბორატორიის სპეციალისტებს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება დროული დიაგნოსტიკისა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მართვის შესახებ.

სამდღიანი კონგრესი, პრეზენტაციებთან ერთად, მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს და რეალური პაციენტების გამორჩეული და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების განხილვას. EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial პირველი საერთაშორისო კონგრესია, რომელიც აკრედიტებულია ჰემატოლოგიის აკრედიტაციის ევროპული საბჭოს, CME-ის მიერ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება