„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გუშინ სამართალდამცავებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ავტომობილები უკანონოდ შსს-ს საჯარიმო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ქაშიბაძე ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილებით სააგიტაციოს მასალების გასაკრავად მოძრაობდნენ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფაქტზე რეაგირებას სთხოვენ.

„აგონიაში მყოფი „ქართული ოცნება“ ყველა ბინძური მეთოდის გამოყენებით ცდილობს, ხელი შეუშალოს „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ გამარჯვების კამპანიას.

გუშინ, როდის ხელვაჩაურის შტაბის წევრები გასული იყვნენ სააგიტაციო მასალის გასაკრავად და დასარიგებლად, ადგილზე მისულებს შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები დახვდათ.

ყოველგვარი მიზეზის, ახსნის გარეშე ჩვენი ავტომობილების უკანონო დაპატიმრება მოახდინეს. დალუქვის გარეშე ავტომობილი შსს-ს ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

მოვითხოვთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ავტომობილები დაგვიბრუნოს. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, როდესაც მსგავსად ავტომობილების გადაყვანა ხდება, აღმოაჩენენ ხოლმე სხვადასხვა რაღაცებს“, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება