ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება, მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მოინახულეს.

„სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, იუსტიციის სახლების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 12-იდან 121-მდე გაიზარდა, მათგან 24 ფილიალი უშუალოდ იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს. დაინერგა ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი", რომელიც სერვისს რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე 90 სოფლის, მათ შორის, იმერეთის 15 სოფლის მოსახლეობას აწვდის.

უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები. 2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება