ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ერთობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში ოთხი შეხვედრა გავმართეთ. მეხუთე დღეს საფრანგეთში ჩატარდება. მასპინძლობისთვის საფრანგეთის მადლობელი ვარ. ჩვენ ნოემბერში სრულფასოვან დოკუმენტს შევიმუშავებთ, რომელიც „მშვიდობის ფორმულაზე“ იქნება დაფუძნებული და მას მშვიდობის სამიტზე ყველას გავუზიარებთ, მათ შორის რუსებსაც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „გამარჯვების გეგმის“ მიზანს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს.

„თუ ახლა დავიწყებთ და „გამარჯვების გეგმას“ მივყვებით, ჩვენ ამ ომის დასრულებას არაუგვიანეს მომავალი წლისა შევძლებთ. რუსეთი დიპლომატიას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა დაინახავს, რომ ძალით ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ ამ ომის დასასრულებლად შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს „გამარჯვების გეგმის“ თითოეული პუნქტი გააცნო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს