სევდია უგრეხელიძე ევროპის საბჭოს - გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დეკლარაცია განიხილება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, სევდია უგრეხელიძემ ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, დეკლარაციას მხარი დაუჭირონ.

სევდია უგრეხელიძის თქმით, ამით ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს დაუჭერენ მხარს.

„დღეს ჩვენ დეკლარაციას საქართველოს შესახებ განვიხილავთ, რომელიც „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას ასახავს. ის ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესახებ შეახსენებს, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული და გამუდმებით ირღვევა. 12 წლის განმავლობაში ოპოზიციის წევრები დაუნდობელ დევნას განიცდიან, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პუტინის გეგმები წლების წინ იწინასწარმეტყველა, უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში, მსოფლიო მედია მოცული იყო ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამტვრეული, დასახიჩრებული დემონსტრანტებისა და თბილისის სისხლით გაჟღენთილი ქუჩების ფოტოებით. მათთვის ეს დეკლარაცია თანადგომის გამომხატველია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ თავად უნდა გააკეთონ ევროპული არჩევანი და გადაარჩინონ ქვეყანა რუსეთის აგრესიული, კორუმპირებული სისტემის მარწუხებისგან. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო