მარია ზახაროვა - „მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული - ქართველი ხალხი ხედავს, რომ თავისუფლების, დემოკრატიის კარგი სიტყვის მიღმა რეალურად საშიში „მგელი“ იმალებოდა, ის შხამიანია და დიდი კბილები აქვს

„მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მომხდარის სიღრმისეული გამოცდილების გათვალისწინებით, ესმით მომხდარის ძირითადი მიზეზი. ეს არის ყველაზე საშინელი ავანტიურა, რომლისკენაც დასავლეთმა ამ ქვეყნის მაშინდელ ხელისუფლებას უბიძგა. ეს უფრო აშკარა ხდება. ახალი დოკუმენტები ჩნდება. მსგავსი მოვლენები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხდება. ხალხი ხედავს იმას, რაც მათ შეემთხვათ, რომ თავისუფლების, დემოკრატიის და ყოველივე კარგი სიტყვის მიღმა რეალურად ნამდვილი საშიში „მგელი“ იმალებოდა. ის ასევე შხამიანია. მას დიდი კბილები აქვს და მორალური და ეთიკური პრინციპები არ აქვს, ასევე, მას ჭამა სურს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური ავანტიურის გაგება ოფიციალური თბილისის პოზიციას აყალიბებს“.

„მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური ავანტიურის გაგება საქართველოში ოფიციალური თბილისისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე პოზიციას აყალიბებს. ამიტომ, „მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული. სხვის თამაშში ჩართვა და ის, რომ გარიგების საგანი გახდეს, არავის სურს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება