დავით შერაზადიშვილი - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა.

შერაზადიშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით.

„ჩვენი რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. აქ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად მშვიდად, მეგობრულად ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს, ერთად ვზეიმობთ დღესასწაულებს. ბოლნისი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ცხოვრება ყველას ერთად გვიხარია და ჩვენ ერთად ვიღვწით უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას,“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა აფლატუნ ამაშოვი, რომლის ფესვებიც სოფელ ტალავერიდანაა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი