კახა კალაძე - „ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს

ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ ბანერების დაზიანება ხდება იმიტომ, რომ მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა.

„ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან. აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ, სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადამიანმა საქართველო საკუთარ სამშობლოდ აღიქვასო. წარმოგიდგენიათ რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები შინაგანად?

ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ახორციელებს მოღალატეობრივ ქმედებებს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს