გენადი არველაძე - ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ჰაბად, რომელიც რეგიონის ქვეყნებს ხარისხის ინფრასტრუქტურის კუთხით მომსახურებას მიაწვდის

17 ოქტომბერს სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, უცხო ქვეყანაში აკრედიტაცია გასცა, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული საკალიბრო ლაბორატორიისათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ძირითადად განვითარებული ქვეყნების აკრედიტაციის ორგანიზაციები არიან ასეთი სერვისების მიმწოდებლები.

მისი თქმით, ეს არის როგორც უშუალოდ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალის, ისე ზოგადად, ქვეყანაში ბოლო წლებში ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული რეფორმების აღიარების შედეგი.

„ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ჰაბად, რომელიც რეგიონის ქვეყნებს მიაწვდის მომსახურებას ხარისხის ინფრასტრუქტურის კუთხით. აკრედიტაციის ცენტრის სერვისების რეგიონული მიწოდებით ცალსახად იკვეთება საქართველოს როლი, როგორც განვითარებული და აღიარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის სერვისების მიმწოდებლისა რეგიონის ქვეყნებში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა მიიღო აღიარება ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის (European Accreditation) და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის (International Laboratory Accreditation Cooperation - ILAC) მხრიდან და ამავე დროს გახდა ამ ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრი, რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს მიერ აკრედიტაციის სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის სტატუსით ფუნქციონირების 2005 წლიდან”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო