ვლადიმერ ბოჟაძე - მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“  გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანულის N6 და N6ა კორპუსებთან მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„გლდანულა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და ქვეყნის უანგარო სიყვარულით, ამას წინა არჩევნების შედეგიც მოწმობს. გულთბილმა შეხვედრამ გლდანულელებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს