ილია ინჯია - ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში დევნილებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ილია ინჯიამ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო მოსახლეობას.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი ძლიერი იარაღი დღეს არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მოვლენების სწორად შეფასება და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და სწორად გაქვთ გააზრებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება