VMware-ის გადაწყვეტილებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში MONT TECH გახდა

ფოტო: MONT TECH

პროგრამული უზრუნველყოფისა და IT გადაწყვეტილებების დისტრიბუტორმა კომპანიამ MONT TECH-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს MBCOM Technologies-თან, რომელიც მართავს VMware-ს ბიზნესს აფრიკაში, დსთ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა) და ახლო აღმოსავლეთში. MONT TECH, რომლის პორტფელშიც წარმოდგენილია 250-ზე მეტი ვენდორი, გახდა VMware by Broadcom-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და დსთ ქვეყნებში.

MONT TECH-ის პარტნიორებს და მათი კლიენტებს ეძლევათ წვდომა VMware-ის პროდუქტების მთელს ხაზზე, და ასევე მათი დანერგვის ექსპერტიზასა და კვალიფიციურ ტექნიკურ მხარდაჭერაზე. MONT TECH-ის წარმომადგენელი საქართველოში არის LLC MONT (Georgia, Tbilisi). როგორც MBCOM-ის წარმომადგენელმა, არხის უფროსმა მენეჯერმა მაიკლ უილსონმა აღნიშნა, MBCOM მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს MONT TECH-თან Broadcom/Symantec-ის პროდუქტების ხაზზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტექნიკური კომპეტენციების გამოყენებით, პარტნიორული ქსელისა და რეგიონში MONT TECH-ის ფართო არსებობით, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ კარგ შედეგებს და VMware-ის პროდუქტების ბაზარზე წინ წაწევას.

1998 წელს აშშ-ში დაარსებული კომპანია VMware, ცნობილია, როგორც ვირტუალიზაციისა და ღრუბლოვანი გამოთვლების პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი. 2023 წელს IT-ინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი M&A გარიგების შედეგად კომპანია Broadcom-მა, ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მსოფლიო ლიდერმა შეიძინა VMware $65 მილიარდად.

ფლაგმანური პროგრამული პროდუქტი VMware - პლატფორმა vSphere, რომელიც ახდენს კომპანიის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ვირტუალიზებას ეგრეთ წოდებული ვირტუალური მანქანების (VM) მეშვეობით. ჰიპერვიზორი, ინოვაციური ტექნოლოგია VMware-საგან, იძლევა ერთ ფიზიკურ სერვერზე რამდენიმე დამოუკიდებელი, პარალელურად მომუშავე VM-ის ამუშავების საშუალებას, სხვადასხვა ან ერთნაირი ოპერაციული სისტემებით.

VMware-ის გადაწყვეტილებები გამოიყენება სხვადასხვა დარგში და გამოდგება როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ჩვენთვის, როგორც რეგიონში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პორტფოლიოში VMware-ის გადაწყვეტილებების არსებობა, რათა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნების უფრო ფართო სპექტრის დაკმაყოფილება“- გააკეთა კომენტარი MONT TECH-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმოფეი მოსკალევმა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო