თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის  სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70 -ში განთავსდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-სართულიანი შენობა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

“კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. ახალ შენობაში, კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა.

პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. საერთო ჯამში, კლინიკაში, 352 თანამშრომელია დასაქმებული.

კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა.1989 წელს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა თენგიზ ცერცვაძე. 2001 წელს კლინიკას ეწოდა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, რომლის გენერალურ დირექტორად გახდა თენგიზ ცერცვაძე. ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა დაწესებულებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება