ჯანდაცვის მინისტრი - კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა - ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები

კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, შესაბამისად, პროცესს "გულისყურით მიუდგებიან" და გადაწყვეტილებები პაციენტების ინტერესების რელევანტური იქნება.

“რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ეს საკითხი შემოვიდა დღის წესრიგში, არის გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა გულისყურით ვუდგებით. ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რლევანტური იყოს გადაწყვეტილებები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი