მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დავით ფაცაცია წალენჯიხაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატ ილია ინჯიასთან ერთად, წალენჯიხაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა საჭიროებების მოგვარების გზები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„აფხაზებმა დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, მეზობლები. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ ამ 33 წლიან გოლგოთის გზაზე გამოჩენილი მოთმინებისა და გამძლეობისთვის.

დღეს, ვდგავართ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, დიდგორის ბრძოლა გველოდება წინ და უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არა იარაღით, არამედ მშვიდობით, ერთად დგომით. ერთიანობით უნდა დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებები, ტრადიციები და ჩვენი სამება: ენა, მამული, სარწმუნოება.

დღეს, სახელმწიფოს სწორი ქმედებების შედეგად, ჩვენი ძმები ენგურს იქით ცდილობენ ურთიერთობებში შემოსვლას, თვითონაც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალია, მაგრამ, ჩვენი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიდგეთ ერთად“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება