უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკრაინა-ნატოს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, კერძოდ შორი მანძილის იარაღში.

ცალკე ფოკუსია საავიაციო შემადგენელი. კერძოდ, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება F-16 ავიაგამანადგურებლებით. ნორვეგია გააგრძელებს მხარდაჭერას და უახლოეს პერიოდში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს”, - წერს უმეროვი.

მან აღნიშნა, რომ ნორვეგიას “დანოური მოდელისთვის” შეერთება შესთავაზა, რაც უკრაინული თავდაცვითი მრეწველობების პირდაპირ დაფინანსებას მოიაზრებს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს