ლევან ცუცქირიძე - 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ფუჭი ოცნებების ტყვეობაში

ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და არჩევანზე, თუ რის წინაშე დგას დღეს ქვეყანა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი - „ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ამ ფუჭი ოცნებების ტყვეობაში“.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ აქ, თქვენთან შეხვედრისას, თან იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე იმერეთში და ქუთაისშიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებზე ვმუშაობდი, ვიდრე რუსული კანონის ამბებმა არ დამანახა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადაგვერჩინა რუსეთის კოლონიად გადაქცევისგან. მე შევეცდები, გითხრათ ჩემი გულის თქმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები ჩვენ ახლა, რა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები 26 ოქტომბერს.

უპირველეს ყოვლისა, მე მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ახლა აქ წყდება არის ქუთაისი გადარჩება, როგორც ცოცხალი, დინამიკური განვითარების გზაზე მდგომი ქალაქი, თუ ის, როგორც ქალაქი მოკვდება და დარჩება ჩვენს ტკივილიან მოგონებად. ამას ვამბობ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქი, რომელიც იყო და დღესაც შეუძლია იყოს საქართველოს კულტურის გული, პოლიტიკური ცენტრი, ინტელექტუალური პოტენციალის შემქმნელი, ქართული ინტელიგენციის მაფორმირებელი, ქართული არისტოკრატიის დედაქალაქი, დღეს აქვს საფრთხე გახდეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქალაქი.

მე გული მეწვება ხოლმე, როდესაც აქ, აეროპორტში ვხედავ როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როდესაც იციან, რომ ათწლეულების განმავლობაში შეიძლება ერთმანეთი ვეღარ ნახონ. ალბათ, თქვენც გინახავთ, ალბათ, თქვენც გყავთ ასეთი ადამიანები, რომლებიც აქედან წავიდნენ ამ უიმედობის გამო. ის, რაც უნდა გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს არის არა ის, რომ ერთი პარტია წავიდეს და მეორე მოვიდეს, არა არამედ ის, თუ როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი მომავალში. ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ეს გადაწყვეტილება ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს სინდისთან ვიყოთ მართლები.

მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ არის ის, დავრჩებით თუ არა წარსულის აჩრდილების ტყვეობაში, თუ ხმას მივცემთ უკეთეს მომავალს და ავაშენებთ თავისუფალ ქვეყანას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მორჩილებით მოვიპოვებთ კეთილდღეობას, მორჩილებით და მონობით ჩვენ ჩაგვსვამენ გალიაში და გვეტყვიან, რომ იძულებითი შრომა თურმე არის ეკონომიკური განვითარება, რომ თურმე დემოკრატიაა მორჩილება. ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის, ბავშვების მომავლისთვის, ჩვენი მშობლების, ჩვენი თაობის უკეთესი მომავლისთვისაც მათ შორის და 26 ოქტომბერს ეს მომავალი გარანტირებულად უნდა დავდოთ საქართველოს წინაშე.

მესამე არჩევანი არის ვარჩევთ ჩამორჩენილ, გაუნათლებელ, შიშზე დამყარებულ ერთპარტიულ, რუსულ დიქტატურას, თუ ვარჩევთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. ამას აქ იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვიცი, აქ ბრძანდებით საზოგადოება, რომლისთვისაც ეს თემები არის მნიშვნელოვანი. ეს ორივე ძალიან განსხვავებული იდეა სრულიად განსხვავებულ პარადიგმებს ემყარება. რუსული მოდელი გვეუბნება, რომ შენი წარმატება, როგორც პოლიტიკოსის, დამოკიდებულია სიცრუეზე, ვერაგობაზე, ეშმაკობაზე, ადამიანების მოტყუებაზე, რომ პოლიტიკაში ყველა გაფუჭებულია. ევროპული დემოკრატიის მოდელი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი თერგდალეულები აშენებდნენ და მოწინავეები ვიყავით დემოკრატიის თვალსაზრისით გვეუბნება, რომ პოლიტიკაში წარმატება მოდის გულწრფელობით, თანმიმდევრულობით, ჯანსაღი იდეებით, არა ადამიანების მოტყუებით, არამედ მათთვის სიმართლის თქმით.

მე ჩემი დღევანდელი გამოსვლა მინდა დავასრულო სწორედ იმ სიმართლით, რისიც მჯერა - 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ამ ფუჭი ოცნებების ტყვეობაში. მე მჯერა იმის, რომ ქუთაისი, იმერეთი, საქართველო საბოლოოდ გამოიღვიძებს და ხმას მისცემს ისეთ მომავალს, როგორიც ბავშვებს სჭირდებათ”, - განაცხადა მან.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან ცუცქირიძე - 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ფუჭი ოცნებების ტყვეობაში

ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და არჩევანზე, თუ რის წინაშე დგას დღეს ქვეყანა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი - „ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ამ ფუჭი ოცნებების ტყვეობაში“.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ აქ, თქვენთან შეხვედრისას, თან იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე იმერეთში და ქუთაისშიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებზე ვმუშაობდი, ვიდრე რუსული კანონის ამბებმა არ დამანახა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადაგვერჩინა რუსეთის კოლონიად გადაქცევისგან. მე შევეცდები, გითხრათ ჩემი გულის თქმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები ჩვენ ახლა, რა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები 26 ოქტომბერს.

უპირველეს ყოვლისა, მე მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ახლა აქ წყდება არის ქუთაისი გადარჩება, როგორც ცოცხალი, დინამიკური განვითარების გზაზე მდგომი ქალაქი, თუ ის, როგორც ქალაქი მოკვდება და დარჩება ჩვენს ტკივილიან მოგონებად. ამას ვამბობ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქი, რომელიც იყო და დღესაც შეუძლია იყოს საქართველოს კულტურის გული, პოლიტიკური ცენტრი, ინტელექტუალური პოტენციალის შემქმნელი, ქართული ინტელიგენციის მაფორმირებელი, ქართული არისტოკრატიის დედაქალაქი, დღეს აქვს საფრთხე გახდეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქალაქი.

მე გული მეწვება ხოლმე, როდესაც აქ, აეროპორტში ვხედავ როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როდესაც იციან, რომ ათწლეულების განმავლობაში შეიძლება ერთმანეთი ვეღარ ნახონ. ალბათ, თქვენც გინახავთ, ალბათ, თქვენც გყავთ ასეთი ადამიანები, რომლებიც აქედან წავიდნენ ამ უიმედობის გამო. ის, რაც უნდა გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს არის არა ის, რომ ერთი პარტია წავიდეს და მეორე მოვიდეს, არა არამედ ის, თუ როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი მომავალში. ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ეს გადაწყვეტილება ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს სინდისთან ვიყოთ მართლები.

მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ არის ის, დავრჩებით თუ არა წარსულის აჩრდილების ტყვეობაში, თუ ხმას მივცემთ უკეთეს მომავალს და ავაშენებთ თავისუფალ ქვეყანას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მორჩილებით მოვიპოვებთ კეთილდღეობას, მორჩილებით და მონობით ჩვენ ჩაგვსვამენ გალიაში და გვეტყვიან, რომ იძულებითი შრომა თურმე არის ეკონომიკური განვითარება, რომ თურმე დემოკრატიაა მორჩილება. ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის, ბავშვების მომავლისთვის, ჩვენი მშობლების, ჩვენი თაობის უკეთესი მომავლისთვისაც მათ შორის და 26 ოქტომბერს ეს მომავალი გარანტირებულად უნდა დავდოთ საქართველოს წინაშე.

მესამე არჩევანი არის ვარჩევთ ჩამორჩენილ, გაუნათლებელ, შიშზე დამყარებულ ერთპარტიულ, რუსულ დიქტატურას, თუ ვარჩევთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. ამას აქ იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვიცი, აქ ბრძანდებით საზოგადოება, რომლისთვისაც ეს თემები არის მნიშვნელოვანი. ეს ორივე ძალიან განსხვავებული იდეა სრულიად განსხვავებულ პარადიგმებს ემყარება. რუსული მოდელი გვეუბნება, რომ შენი წარმატება, როგორც პოლიტიკოსის, დამოკიდებულია სიცრუეზე, ვერაგობაზე, ეშმაკობაზე, ადამიანების მოტყუებაზე, რომ პოლიტიკაში ყველა გაფუჭებულია. ევროპული დემოკრატიის მოდელი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი თერგდალეულები აშენებდნენ და მოწინავეები ვიყავით დემოკრატიის თვალსაზრისით გვეუბნება, რომ პოლიტიკაში წარმატება მოდის გულწრფელობით, თანმიმდევრულობით, ჯანსაღი იდეებით, არა ადამიანების მოტყუებით, არამედ მათთვის სიმართლის თქმით.

მე ჩემი დღევანდელი გამოსვლა მინდა დავასრულო სწორედ იმ სიმართლით, რისიც მჯერა - 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ამ ფუჭი ოცნებების ტყვეობაში. მე მჯერა იმის, რომ ქუთაისი, იმერეთი, საქართველო საბოლოოდ გამოიღვიძებს და ხმას მისცემს ისეთ მომავალს, როგორიც ბავშვებს სჭირდებათ”, - განაცხადა მან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა