ვიქტორ ორბანი ზელენსკის „გამარჯვების გეგმაზე“ - მეტია ვიდრე შიშისმომგვრელი - გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენესკის „გამარჯვების გეგმა“ “შიშის მომგვრელია”. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანის თქმით, ბრიუსელში ევროპული საბჭოს მიმდინარე სამიტი “სამ დიდ ბრძოლას” წარმოადგენს, ამათგან პირველი ზელენსკის მიერ გამარჯვების გეგმის წარდგენაა.

“ის, რაც მან გუშინ უკრაინის პარლამენტში წარადგინა, მეტია ვიდრე შიშისმომგვრელი”, - წერს ორბანი.

ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის “ცუდად ორგანიზებულ, ცუდად განხორციელებულ, ცუდად გათვლილ” სტრატეგიას უკრაინასთან მიმართებით.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს მეტ ომს, მეტ საშიშ იარაღს და შორი მოქმედების რადიუსის იარაღს, ეს ნიშნავს, რომ ომის სტრატეგიიდან მშვიდობის სტრატეგიაზე უნდა გადავიდეთ. გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები!” , - წერს ორბანი.

მისი თქმით, მას სურს გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდოს, “მთლიანი ევროკავშირის სახელით რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოლაპარაკებების რუსებთან, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება