გიორგი კალანდარიშვილი - ჩემთვის დაცვის დანიშვნით რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური არ მომხდარა, მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა - ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობეები კი პრევენციისთვის აღიმართა, რადგან გვახსოვს წინა წლების პრაქტიკა

ბოლო წლებია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისთვის დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალანდარიშვილმა გადაცემაში, ასევე განმარტა, რატომ დასჭირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას რკინის დროებითი ჯებირებით შემოსაზღვრა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რკინის ღობე პრევენციის მიზნით აღმართეს, რათა არჩევნების შემდგომ თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იყოს.

“ბოლო წლებია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, როგორც ჩემს წინამორბედს, ასევე, მე, პირადად. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შედის განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის აქტი ემსახურებოდა იმას, რომ საარჩევნო პერიოდში განახლდა დაცვის ყოლის შემთხვევა. აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა.

მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული კამპანიისა. ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვინახავს არჩევნების პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამხდარა მსხვერპლი.

რაც შეეხება ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობის აღმართვას, ის პრევენციის მიზნით აღიმართა, რადგან ჩვენ გვახსოვს წინა წლების პრაქტიკები, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. ეს გავაკეთეთ თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ კარგად გვახსოვს და ეს მედია საშუალებებითაც გადაიცემოდა, როდესაც ის ღობე, რომელიც საპარკინგე სივრცეს შემოსაზღვრავდა, როგორ დააზიანეს. კარგად გვახსოვს ის მოწოდებები, რომლებიც კეთდებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში და რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მათ უსაფრთხოებას”, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი