ენტონი ბლინკენი საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ხელისუფლებაში არ დარჩენის საკითხებზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს, პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდისა და მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის, ესაუბრა და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

”სახელმწიფო მდივანმა განიხილა მიმდინარე სამუშაოები ღაზაში პოსტკონფლიქტური პერიოდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ჰამასი“ არ დარჩეს ხელისუფლებაში და ასევე უზრუნველყოფს გზას ღაზას მოსახლეობისთვის, რომ აღადგინონ თავიანთი ცხოვრება და განახორციელონ თავიანთი მისწრაფებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ენტონი ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა.

უწყების ცნობით, კატარის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ბლინკენმა ასევე „ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გზის გაკვალვა, რომელიც საშუალებას მისცემს ღაზას მოსახლეობას აღადგინონ თავიანთი ცხოვრება და განახორციელონ თავიანთი მისწრაფებები ომისა და „ჰამასის“ კონტროლის გარეშე,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ლიბანში არსებული ვითარება და დაუცველი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება