ევროპული საბჭო - ევროკავშირს მოვუწოდებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებისკენ - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

ევროპული საბჭო კვლავ მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული.

ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხისთვის უწყვეტი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და რამდენადაც საჭირო იქნება.

ევროპული საბჭო დოკუმენტში ხაზს უსვამს, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“.

ამასთან, ევროპული საბჭო იმეორებს თავის მხარდაჭერას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, უკრაინის მშვიდობის ფორმულის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების შესაბამისად.

„ევროპული საბჭო ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის გარეშე არანაირი ინიციატივის მიღება არ შეიძლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპულმა საბჭომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ძალისხმევა განიხილა. ის მოუწოდებს საბჭოს სწრაფად დაასრულოს მუშაობა ევროპული სამშვიდობო ფონდის დახმარების ზომებზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს სამხედრო მხარდაჭერისა და მისი მიწოდების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და რაკეტების, დაჩქარებისკენ, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის მოსახლეობისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და ხაზს უსვამს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო აცხადებს, რომ სამხედრო დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული დაცვით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია