აფხაზეთში, დეფიციტის გამო, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ნოემბრის დასაწყისიდან ოთხსაათიანი შეზღუდვა ამოქმედდება, - ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ რუსულ მედიას განუცხადა.

„ამჟამად აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონი კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით „ინტერ-რაო“-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1-ელი ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მოწოდება რუსეთიდან დეფიციტის როგორმე დაფარვის მიზნით, ნოემბრის დასაწყისიდან ასევე დაწესდება ელექტროენერგიის 4-საათიანი შეზღუდვა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.

„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ეს არ არის სოციალური ნაკადი და აფხაზეთი მას კომერციულ ფასად შეიძენს.

მისი თქმით, როგორ განვითარდება სიტუაცია, ეს დამოკიდებულია ენგურჰესის კაშხლის წყლის დონეზე, შემოდინებასა და სადგურის შესაძლებლობებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს