გრეტა წიწავა „მგზავრებზე“ - თქვენ რომ არ გეძინათ, რათა რუსეთში კარგი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, იმ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა სწრაფად გაევლო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ჯგუფი „მგზავრების“ მიერ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ზღვის უბნის პარკის გახსნის კონცერტის გაუქმებას ეხმიანება.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მაშინ როცა „მგზავრებს“ რუსეთში არ ეძინათ, რათა იქ კარგი კონცერტი გამოსვლოდათ, მას და „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ეძინა იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.

“თქვენ რომ არ გეძინათ, რათა რუსეთში არაერთი კარგი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო -ასეთია ჩვენი „წარსულის ისტორია“.

რუსეთში კონცერტზე არ გითქვამთ უარი და გალამაზებულმა თბილისის ზღვისუბნის პარკმა რა დაგიშავათ? - რაც დაგემართათ, სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმის შედეგი.

ისე, ევროპის დონის პარკი კი გამოვიდა და მადლობა ყველას ვინც ეს განადგურებული ადგილი სამოთხედ აქცია - 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკი გაიხსნება“, - წერს გრეტა წიწავა.

ჯგუფმა “მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება