ლევან სანიკიძე - ჩვენი პარტნიორები გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რაც ავტომატურად ხელისუფლების მარცხს გულისხმობს

ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენი პარტნიორები გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რაც დღევანდელი მდგომარეობით ავტომატურად გულისხმობს ხელისუფლების მარცხს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ევროსაბჭოს დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლასა და კოალიციური მთავრობის შექმნას გულისხმობს, რომელიც იმ რეფორმებს გაატარებს, რაც საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე დააბრუნებს.

„ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი რეზოლუციის შემდეგ, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენი პარტნიორები, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რაც დღევანდელი მდგომარეობით ავტომატურად გულისხმობს ხელისუფლების მარცხს და ახალი კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელიც იმ მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, რომელიც საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე სწრაფად დააბრუნებს და ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გახსნის.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება. აქ მე ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის ურყევ ნებას, ისე საქართველოს უზენაეს კანონს, აქედან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯების უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება და არ მოქმედებენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევას, ჩვენ ჩარევად აღვიქვამთ ლავროვის, ლუკაშენკოს განცხადებას, იმ ადამიანების განცხადებას, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ითხოვენ მტრისთვის და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მოწოდება, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ჩემი აზრით აქ შეუძლებელია რაიმე ტიპის ზეწოლაზე იყოს საუბარი, არც სანქციებზეა საუბარი, არც გარიცხვაზე, უბრალოდ არის ფაქტის აღნიშვნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება