პაველ ჰერჩინსკი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი, ასპარეზობა გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად - ეს ცალსახად მიუღებელია

მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის ნორმალიზება უკრაინაში ომის დასრულებასთან და როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის ნორმალიზება პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე.

ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, შესაბამისად პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ თბილისშია.

„ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ძალიან მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი. გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მიღებულ იქნა როგორც შედეგი იმ მიზანმიმართული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა, კანონმდებლობისა, რომელიც იქნა მიღებული, გადაწყვეტილი აქ საქართველოში. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა არ არის ვაშინგტონში, პრობლემა და შესაბამისად, გადაწყვეტა არ არის კიევში, პრობლემა და გადაწყვეტა აქ, საქართველოშია. ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისა და განცხადებებისა, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის ნოემბერში, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ, თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში