პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით - თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ  გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, დაკარგავს მთელ ფულს

თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა.

„საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტია.

„მაგრამ არჩევანი თქვენზეა, თქვენ წყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს, თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო“, - დასძინა ელჩმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს