პაველ ჰერჩინსკი - თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ ჩანიშნულ არჩევნებზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და როგორც ელჩმა აღნიშნა, სწორედ ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის.

„არჩევნები ერთ კვირაში იქნება, თქვენი არჩევანი და თქვენი გადასაწყვეტია - ეს ეხება თქვენს მომავალს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებას და სწორედ ეს არის უდიდესი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი თქვენი გადასაწყვეტია და არავინ სხვისი. მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე- ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს