დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ეს ომი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაადანაშაულა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება. ეს ომი წამგებიანია”,- აღნიშნა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი პრეზიდენტ ბაიდენის წაქეზებულია და რომ ომი არ იქნებოდა, პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.

ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ „კარგი ურთიერთობა აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“, რომელსაც იგი გასულ თვეში გაერო-ს გენერალური ასამბლეის დროს შეხვდა.

Politico წერს, რომ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მის საარჩევნო შტაბს სთხოვეს, სადაც გამოცემას მიუთითეს ტრამპის იმ სიტყვებზე, რომელიც მან „რესპუბლიკელთა“ ეროვნულ კონვენციაზე ივლისში გააკეთა:

„პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო ყირიმი. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაშია. პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთს არაფერი წაუღია“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება