ევროკავშირის ელჩი - სანქციები მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა

მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, დაშინების ელემენტებს შეიცავს.

მისი თქმით, ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა დააკვირდეს, სრულდება თუ არა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისას ნაკისრი ვალდებულებები და თუ ისინი აღარ სრულდება, ამაზე რეაქცია იქონიოს.

„ბევრჯერ ითქვა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ზემდგომების მხრიდან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მოვლენების განვითარებას ძალიან ყურადღებით. გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეაგირება მოვახდინოთ პროცესების განვითარებაზე, ველით არჩევნების დღეს და ვნახავთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ ევროკავშირს არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას. ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა, მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებისას ნაკისრი ვალდებულებები კვლავ სრულდება - ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, აღარ სრულდება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, როგორც ევროკავშირმა.

არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ელჩმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში