დავით შერაზადიშვილი - ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

დელეგატთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუშფიკ ბორჩალი, ფარმან ბორჩალი, რასიმ ისმაილოვი და ფამილ ჩირაკოვი, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება