ზვიად შალამბერიძე - „ქართული ოცნება“ არის ის რეალური ძალა, რომელსაც ქვეყანა წარმატებისა და განვითარებისაკენ მიჰყავს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ქალაქ თერჯოლისა და ბარდუბნის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოქალაქეებისგან საინტერესო იდეები და რჩევები მოისმინა, მათთან ერთად შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

„მოქალაქეების ასეთი ჩართულობა, აქტიური მზადება 26 ოქტომბრის სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაძლევს საშუალებას არაერთხელ გავიმეორო, რომ ხალხი ბრძენია და იცის, რომ „ქართული ოცნება“ არის ის რეალური ძალა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წარმატებისა და განვითარებისაკენ”, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება