თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსება იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების მიზნით, სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროექტი იწყება. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, თსუ-ს მეცნიერების მხარდაჭერას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

„უნივერსიტეტის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ მეცნიერებისა და კვლევის მუდმივ განვითარებას, რათა შევქმნათ გარემო, რომელიც წაახალისებს ინოვაციებსა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებს. უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები განიხილება როგორც პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში სამეცნიერო იდეებისა და ინოვაციების გაცვლას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობას. დაფინანსების გამოყოფა სამეცნიერო ჟურნალებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს ამ მიზნის მისაღწევად”, - აცხადებს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

თსუ-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში ფაკულტეტებზე შეიქმნება სამეცნიერო ჟურნალები, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას და კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. უნივერსიტეტის მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჟურნალების ფუნქციონირება, რაც გაამყარებს უნივერსიტეტის როლს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში.

მათივე ინფორმაციით, დაფინანსება შეეხება როგორც არსებული, ასევე ახალი სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება