კახა კალაძე - ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ

ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყანაში ომი რომ იყოს და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს მიერთებოდა.

„ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ომი რომ გვქონდეს. შეუძლებელი იქნებოდა სანქციებს რომ მივერთებოდით, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. უზარმაზარი რესურსი გვაქვს, რომ განვითარდეთ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შევამციროთ, კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება